3
რეკლამა N8
რეკლამა N2
„ყოველთვის მადლობელი ვიქნები შენი“ _ სააკაშვილი კახა ასკურავას ციხიდან ულოცავს
„ყოველთვის მადლობელი ვიქნები შენი“ _ სააკაშვილი კახა ასკურავას ციხიდან ულოცავს
31-12-2021, 20:50

ლანჩხუთის ყოფილმა გამგებელმა, კახა ასკურავამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისგან მისალოცი და მხარდამჭერი წერილი მიიღო. ამის შესახებ გურულ „ნაციონალთა“ ერთ-ერთი ლიდერი სოციალურ ქსელში წერს. „კახა ასკურავას! ძმაო კახა, გილოცავ ახალ წელს! დაესწარი მრავალს შენს ოჯახთან და ყველა ახლობელთან ერთად. ჩვენი ძმობა განამტკიცა ამდენი წლის ბრძოლამ, უბედურებამ და ამ შიმშილობამაც. ყოველთვის მადლობელი ვიქნები შენი და შენც მუდამ უნდა გქონდეს ჩემი იმედი. გეხვვევი“ _ აღნიშნულია წერილში, რომელიც ასკურავას განცხადებით, ყოფილმა პრეზიდენტმა მას ციხიდან გამოუგზავნა.
შეგახსენებთ, რომ ლანჩხუთის საკრებულოს მოქმედი წევრი კახა ასკურავა მეათე დღეა თბილისში, „ნაცმოძრაობის“ ეზოში შიმშილობს და თანაგუნდელებთან ერთად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს.

  • ნანახია: 220-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021