3
რეკლამა N8
რეკლამა N2
ლანჩხუთის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე: „დეპოში ვართ!“
ლანჩხუთის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე: „დეპოში ვართ!“
26-10-2021, 15:30

ლანჩხუთის საკრებულოს მორიგი სხდომა 27 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა თარიღმა ორი დღით გადაიწია. ამ ფაქტს საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები გამოეხმაურნენ და ამბობენ, რომ ამის მიზეზი ისაა, რომ მმართველი გუნდი დედაქალაქში აქციაზე მიდის.
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელიც ხვალ  უნდა გამართულიყო, გადაიტანეს ოცდაცხრისთვის. მიზეზი არაა რთული გამოსაცნობი. უბრალოდ, მე ის მაინტერესებს, საკრებულოს თავმჯდომარე რა ახსნას მოუძებნის ამ გადაწყვეტილებას?" _ წერს „ნაციონალების“ ადგილობრივი ლიდერი კახა ასკურავა.
ლანჩხუთის საკრებულოს სხდომის გადადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება საკრებულოს კიდევ ერთი ოპოზიციონერი წევრი ლელა ჩახვაძე.
„ლანჩხუთის კორუფციონერმა საკრებულოს თავჯდომარემ ხვალინდელი დღის "პატივის მისაგებად" გადადო საკრებულოს სხდომა. არ გიშველით, გაემზადეთ ოპოზიციაში გადასასვლელად!" _ წერს ჩახვაძე.
ლანჩხუთის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და ახლა წევრი ამირან გიგინეიშვილი კი სხდომის გადადებას ასე ეხმაურება: „ხვალ არაოფიციალური დასვენების დღეა? ალბათ, ყველა საჯარო დაწესებულება დაკეტილი იქნება ქოცთთავყრილობის გამო. მაგალითად, ლანჩხუთის საკრებულოს სხდომა გადადეს ყოველგვარი პროცედურების დაცვის გარეშე. რომელიმე სხვა პარტიის თავყრილობაზე ხვალ რომ წასულიყო ნებისმიერი საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომელი, უპირობოდ გაუშვებდნენ სახლში. დეპოში ვართ!" _ წერს სოციალურ ქსელშ საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი.
ლანჩხუთის  საკრებულოში კატეგორიულად უარყოფენ ინფორმაციას, რომ სხდომა თბილისში გასამართი აქციის გამო გადაიდო.

  • ნანახია: 280-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021