3
რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
რატომ დაესხნენ თავს „ნაცმოძრაობის“ ლანჩხუთის ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივანს?
რატომ დაესხნენ თავს „ნაცმოძრაობის“ ლანჩხუთის ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივანს?
11-10-2021, 16:19

ლანჩხუთელი ოპოზიციონერი შემთხვევას მის მიერ წინა დღეს ქალაქის ქუჩებში გაკეთებულ წარწერებს უკავშირებს: „ამ ამბავს გუშინწინ, ქალაქში ჩემს მიერ წარწერების - „თავისუფლება მიშას“ განთავსებას ვუკავშირებ. ეტყობა, ეს არ მაპატიეს „ქოცებმა“ და თავისმა სუსმა. ვფიქრობ, ამ ყველაფერზე იყო სადღაც საუბარი, რომ „გავთავხედდი და ამოვუყვანე ამათ ყელში“. პირი, რომელიც სახლში შემომივარდა, ფაქტობრივად, ჩემივე მეზობელია, ნასვამი იყო და ეტყობა, უფრო გული მიეცა. არც დაუძახია და არც კარებზე დაუკაკუნებია, პირდაპირ კარები შემოანგრია და შემოვარდა. დაიწყო ამ სიტყვებით - მე ვდგევარ სწორ გზაზე და შენ გნახულობ მიშას დასაცავ აქციებზეო. მერე აიღო საფერფლე და მესროლა, საბედნიეროდ, ავიცდინე, კედელს მოხვდა და დაიმსხვრა. ვეცადე გარეთ გამეყვანა, ასე ჯიკავ-ჯიკავით მივიყვანე ჭიშკრამდე, მერე დედა შემაგინა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა ჩვენს შორის. ორივე წავიქეცით, მეზობლებიც გადმოვიდნენ, ამ წაქცეულზე ჩემს მეუღლეს ორჯერ ფეხი ჩაარტყა გვერდში“ _  ამბობს გივი ცინცაძე. 
ლანჩხუთის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრსა და მის მეუღლეზე თავდამსხმელი დაკავებულია, მას 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

  • ნანახია: 293-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021