3
რეკლამა N8
რეკლამა N2
"ღალატი საშინელებაა და კარგად ვერასდროს დაასრულებთ“ _ რამაზ გვარჯალაძე
"ღალატი საშინელებაა და კარგად ვერასდროს დაასრულებთ“ _ რამაზ გვარჯალაძე
5-10-2021, 11:00

ლანჩხუთში „ევროპული საქართველოს“ ლიდერი რამაზ გვარჯალაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს: „უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს თანამებრძოლებს ერთგულებისა და გვერდით დგომისათვის, თითოეულ ლანჩხუთელს, ვინც სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო და მხარი დაგვიჭირა, ჩემი მოტივაცია ხელფასი და სამსახური არ ყოფილა, მინდა უკეთესი და სამაგალითო იყოს ლანჩხუთიც და ჩვენი ქვეყანაც, ამისათვის შური, ბოროტება, ტყუილი და ღალატი არანაერად არ გამოდგება. ვინც წაიკითხავთ მიხვდებით, რომ შური ვერაფერი სარგებელია და ადამიანობას დაგაკარგინებს საბოლოოდ, ბოროტი ყოველთვის მარცხდდება ხოლმე კეთილით, ისეთ ტყუილს ვერ ჩადიხართ, დიდხანს რომ არ გახდეს ცხადი, ღალატი კი საშინელებაა და კარგად ვერასოდეს დაასრულებთ, მინდა იყოთ კარგები და არჩევნებში მხოლოდ თქვენი შვილების უკეთესი მომავლისათვის მიიღოთ მონაწილეობაც და გადაწყვეტილებაც, სხვა შემთხვევაში, მუდამ საცოდავები იქნებით" _ წერს რამაზ გვარჯალაძე.
ცნობისთვის: „ევროპული საქართველო“, რომელიც ლანჩხუთის საკრებულოში 2 წევრით იყო წარმოდგენელი, ახალი მოწვევის საკრებულოში წარმომადგენლის გარეშე იქნება.

  • ნანახია: 281-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021