3
რეკლამა N8
რეკლამა N2
"ჩემო ლანჩხუთელებო, ჩემო გაუყიდავო და იდეის ერთგულო მეგობრებო...“ _ ირმა მგელაძე
"ჩემო ლანჩხუთელებო, ჩემო გაუყიდავო და იდეის ერთგულო მეგობრებო...“ _ ირმა მგელაძე
5-10-2021, 09:34

ლანჩხუთის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრი, "ნაციონალების" ერთ-ერთი ლიდერი ირმა მგელაძე სოციალურ ქსელში წერს: "ჩემო ძვირფასო ლანჩხუთელებო, ჩემო გაუყიდავო და იდეის ერთგულო მეგობრებო, ჩემო ოჯახივით საყვარელო უბანო, ყველას დიდ მადლობას გიხდით! მადლობა იმ საკმაოდ გაუმჯობესებული შედეგისთვის, რაც სრულიად უფულოდ, შიშველი ხელებით, დაუყვედრებლად შეგვაძლებინეთ! მადლობა იმისთვის, რომ ამდენი წელია ისევ არ კარგავთ იმედს წინსვლის, სასიკეთო ცვლილებების, უკეთესი მომავლისთვის და იბრძვით, ვიბრძვით ერთად, ერთგულად და დამერწმუნეთ, შეუძლებელია იდეის გარშემო შეკრებილმა ერთობამ მიზანს არ მიაღწიოს! ჩვენ არ მოვდივართ პირადი კეთილდღეობისთვის, ბევრი სირთულისთვის გაგვიძლია და ახლაც გავუძლებთ. პირადად კი გპირდებით, ისეთივე გულწრფელი და გულისხმიერი ვიქნები თითოეული თქვენგანისთვის, როგორიც გახსოვართ და რომლის სითბო უხვად დამახვედრეთ წინ, თუმცა არა მარტო იმათთვის, ვინც ნდობა გამოგვიცხადა, არამედ თითოეული ლანჩხუთელის ხმა ვიქნები საკრებულოში! მადლობა კიდევ ერთხელ ამ გამოხატული სიყვარულისთვის, ეს ნამდვილად ღირდა შრომად! მიყვარხართ!" _ წერს ირმა მგელაძე.
შეგხსენებთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ლანჩხუთის საკრებულოში 5 ადამიანის შეყვანა მოახერხა.

  • ნანახია: 346-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021