3
რეკლამა N8
რეკლამა N2
"ჩვენი მიზანი ლანჩხუთის კეთილდღეობისათვის და არა ვინმეს წინააღმდეგ ბრძოლაა!" _ ელგუჯა კალანდარიშვილი
"ჩვენი მიზანი ლანჩხუთის კეთილდღეობისათვის და არა ვინმეს წინააღმდეგ ბრძოლაა!" _ ელგუჯა კალანდარიშვილი
4-10-2021, 15:24

ლანჩხუთის მერობის კანდიდატი ელგუჯა კალანდარიშვილი, რომელმაც ამომრჩეველთა მეოთხედის მხარდაჭერა მიიღო, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს: „ჩემო მეგობრებო, ძვირფასო ლანჩხუთელებო! მინდა, უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ, თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის, მორალური და ფიზიკური გვერდით დგომისთვის! თითოეული თქვენი ხმა, ძალიან ღირებულია, პირადად ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის. ორი თვის მანძილზე ბევრს მივაღწიეთ - ჩამოვაყალიბეთ ერთი დიდი ოჯახი, რომელიც იზრდება, მივიღეთ არჩევნებში მონაწილეობა და ვთქვით სათქმელი. ამ საარჩევნო მარათონში ჩვენი მთავარი "იარაღი" იყო ღირსება და კეთილსინდისიერება! ამ ორ თვისებას ვერც იყიდი და ვერც გაყიდი, ისინი ხელშეუვალია! მადლობა იმ გუნდს, რომელიც ამ დროის განმავლობაში გვერდით მედგა და ჩემთან ერთად შრომობდა! ჩვენი მთავარი მიზანი ლანჩხუთის კეთილდღეობისათვის და არა ვინმეს წინააღმდეგ ბრძოლაა! მიგულეთ თითოეული თქვენგანის გვერდით!“ _ წერს „გახარია საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატი.

  • ნანახია: 279-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021