3
რეკლამა N8
რეკლამა N2
"მერად მეორედ არჩევა, თან ასეთი პროცენტით, დიდი პასუხისმგებლობაა“ _ ალექსანდრე სარიშვილი
"მერად მეორედ არჩევა, თან ასეთი პროცენტით, დიდი პასუხისმგებლობაა“ _ ალექსანდრე სარიშვილი
4-10-2021, 12:04

ლანჩხუთის მოქმედი მერი, რომელიც, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, მომდევნო 4 წლის განმავლობაში შეინარჩუნებს თანამდებობას, მადლობას უხდის ამომრჩეველს.
„ჩემო ძვირფასო ლანჩხუთელებო, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის, ერთგულებისთვის! მეორე ვადით მერად არჩევა ასეთი დიდი პროცენტით უდიდეს პასუხისმგებლობას მანიჭებს და მაძლევს სტიმულს, რომ უფრო მეტად ვიყო მობილიზებული სასიკეთო საქმეების კეთებისთვის; რომ უფრო მეტად დავიხარჯო თქვენთვის და ჩვენი ლანჩხუთის წინსვლისა და განვითარებისთვის. ჩვენ გუნდს ახალ საკრებულოში მყარი უმრავლესობა უკვე ჰყავს და ამ ძლიერ, მოტივირებულ, განათლებულ ადამიანებთან ერთად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი სამომავლო ხედვა და პროგრამა ზედმიწევნით განხორციელდეს. კიდევ ერთხელ გიხდით უდიდეს მადლობას. რომ არა თქვენ, ეს გამარჯვება ვერ შედგებოდა!!! ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ!!!“ _ წერს ალექსანდრე სარიშვილი სოციალურ ქსელში.

  • ნანახია: 303-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021