3
რეკლამა N8
რეკლამა N2
რატომ უნდა დავუჭიროთ მხარი ალექსანდრე სარიშვილს (რ)
რატომ უნდა დავუჭიროთ მხარი ალექსანდრე სარიშვილს (რ)
29-09-2021, 18:37

აცანაში რომ ბავშვს ბაღში მიიყვანს დედა, იტყვიან, რომ ეს ბაღი ალექსანდრე სარიშვილის დროს აშენდა. ლესის, გულიანის და მესამე საჯარო სკოლების კარს რომ შეაღებს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვი და ადაპტირებული გარემოთი ისარგებლებს, იტყვის, რომ ეს ალექსანდრე სარიშვილის დროს გახდა შესაძლებელი.
ჩვენი პატარა ქალაქი რომ ქალაქს დაემსგავსება და გალამაზდება, გამვლელებს ეტყვიან, რომ ეს ალექსანდრე სარიშვილის მერობის დროს მოხდა.
აკადემიაში რომ 25 ნაცვლად 45 მოსწავლე ისწავლის, ისინიც იტყვიან, რომ აკადემია ალექსანდრე სარიშვილის დროს აშენდა, როგორც ჭადრაკის სახლი...
ყველა სოფელს რომ ბუნებრივი აირი ექნება, იტყვიან, რომ ამ დროს მერი ალექსანდრე სარიშვილი იყო.
გზების პრობლემა რომ 90 პროცენტით მოგვარდება, ესეც მის სახელთან იქნება დაკავშირებული.
წყლის რამდენიმემილიონიანი პროექტი რომ წყლის პრობლემას აღმოფხვრის, აქაც მის სახელს ახსენებენ.
ორაგვე რომ ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილი გახდება, ამასაც მისი მერობის დროს ჩაეყარა საფუძველი.
მონაწილეობითი ბიუჯეტირებაც და ახალგაზრდული საბჭოც ალექსანდრე სარიშვილის დროს დაინერგა... 
ჰოდა, ამ ფონზე ალექსანდრე სარიშვილის ოპონენტებს მინდა ვკითხო, რასთან ასოცირდება თქვენი სახელები?
პატიოსნებასთან? ვერავინ იტყვის, ალექსანდრე სარიშვილი უპატიოსნო  ადამიანიაო.
ერთგულებასთან? 
ალექსანდრე სარიშვილივით ერთგული ადამიანი იშვიათად მინახავს.
პროფესიონალიზმთან?
ვინმე ფიქრობს, რომ რაც ჩამოვათვალე, არაპროფესიონალიზმის შედეგია?!
სიმართლესთან?
არასოდეს იტყუება, ვერ ამბობს ტყუილს. ტყუილ დაპირებასაც ვერ იძლევა.
საქმეზე ორიენტირებული, ერთგული, ძლიერი, განათლებული ახალგაზრდაა ალექსანდრე სარიშვილი, რომელსაც, როგორც მერს, არა აქვს მიღების დღეები და საათები.
ძვირფასო ამომრჩეველო,  ქართული ოცნების მხარდაჭერით თქვენ მხარს უჭერთ: განვითარებას, წინსვლას, ძლიერებას, სიმშვიდეს, ეკონომიკურ სტაბილურობას.
დააკავირდით რა ძალები დგანან ალექსანდრეს ოპონენტების გვერდით? მოღალატე, მატყუარა, მოძალადე ძალები, რომლებმაც ფეხქვეშ გათელეს ღირსება, ნდობა, ერთგულება, უფლება, სიცოცხლე...
გაიხსენეთ, არაფერი დაივიწყოთ და დარწმუნებულიც კი ვარ, რომ სწორ არჩევანს გააკეთებთ!
ჩემი არჩევანი ამ ქვეყნის ბედნიერი მომავალია და მე მხარს ვუჭერ ალექსანდრე სარიშვილს, "ქართულ ოცნებას" და "ოცნების" ყველა კანდიდატს მაჟორიტარულ ოლქებში!!!
ნინიკო მშვიდობაძე (რ)

  • ნანახია: 247-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021