3
რეკლამა N8
რეკლამა N2
"მსურს გვერდით ამოვუდგე ჩემს ლანჩხუთელებს!“ _ გიორგი (გიგი) ანდღულაძე (რ)
"მსურს გვერდით ამოვუდგე ჩემს ლანჩხუთელებს!“ _ გიორგი (გიგი) ანდღულაძე (რ)
29-09-2021, 14:34

შრომისმოყვარე, ენერგიული, კეთილსინდისიერი და კომპეტენტური ახალგაზრდა, რომელმაც იცის რა სჭირდება ლანჩხუთს _ ეს გიორგი (გიგი) ანდღულაძეა, ქალაქ ლანჩხუთის მაჟორიტარობის კანდიდატი პარტიიდან _ "საქართველოსთვის". 
მზად არის ჩაებას მომავალი თაობის, ახალგაზრდებისა და თითოეული ლანჩხუთელის საკეთილდღეოდ ბრძოლაში.
ჩვენ მას რამდენიმე კითხვა დავუსვით:
_ რატომ გადაწყვიტე მაჟორიტარად კენჭისყრა?
_ მსურს გვერდით ამოვუდგე ჩემს თანაქალაქელებს. კარგად მაქვს გათვითცნობიერებული ჩვენს მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები და გავიღებ ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმს, რათა ჩემს ამომრჩევლებს (და არამარტო) დავეხმარო მათ წინაშე არსებული პრობლემების აღმოფხვრაში.
_ ვისი იმედი გაქვს ამ ბრძოლაში?
_ პირველ რიგში, ჩემი ოჯახის, ახლობლებისა და უახლოესი მეგობრების. მჯერა, რომ ჩემი და ჩემი გარშემომყოფების ერთობა დამეხმარება დასახული მიზნის მიღწევაში.
_ როგორ აფასებთ შანსებს?
_ მაქვს გამარჯვების იმედი, ვხვდები ამომრჩევლებს, ვაცნობ ჩემ ხედვებსა და გეგმებს. მჯერა ამ ადამიანების და ვგრძნობ მათგან დიდ თანადგომას.
_ რას იტყვით კონკურენტებზე?
_ ვიცნობ სამივეს და გამოვხატავ დიდ პატივისცემას თითოეული მათგანის მიმართ. დიდი ხნის ურთიერთობა  გამაჩნია კახა კვიტაიშვილთან, რომელიც ჩემი მასწავლებელი იყო #3 საჯარო სკოლაში.
_ რას ეტყვით ამომრჩეველს?
_ მივმართავ ჩემს ძვირფას ლანჩხუთელებს თხოვნით, მობრძანდით 2 ოქტომბრის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე, შემოხაზეთ 25 და მხარი დაუჭირეთ მერობის კანდიდატ ელგუჯა კალანდარიშვილს და მაჟორიტარობის კანდიდატ გიორგი (გიგი) ანდღულაძეს. თითოეული თქვენგანის ხმას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. დაგვიჭირეთ მხარი და ერთად ვიღვაწოთ ლანჩხუთის კეთილდღეობისთვის!

  • ნანახია: 303-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021