3
რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
"შეგნებულად არ გამოვიყენებ სიტყვა - ოპონენტს!" _ ელგუჯა კალანდარიშვილის მიმართვა
"შეგნებულად არ გამოვიყენებ სიტყვა - ოპონენტს!" _ ელგუჯა კალანდარიშვილის მიმართვა
12-09-2021, 16:12

ლანჩხუთის მერობის კანდიდატი, ელგუჯა კალანდარიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 
_ ძვირფასო მეგობრებო! 
უპირველესად მინდა, თითოეულ თქვენგანს, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, დაგიდასტუროთ პატივისცემა და დიდი სიყვარული! ჩემი გადაწყვეტილება, ჩავრთულიყავი 2021 წლის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, არ ყოფილა სპონტანური და მყისიერი. აღნიშნულ გადაწყვეტილებას, წინ უძღოდა დიდი ფიქრი... ჩემი დღევანდელი პოზიცია არ არის ვინმეს წინააღმდეგ მიმართული! არამც და არამც...  ადგილობრივი არჩევნები სრულად განსხვავებულია, ეს არის რაიონისთვის აქტუალური საკითხების, პრობლემების წარმოჩენის, მათი გამომწვევი მიზეზების მოკვლევის და გამოსავლის პოვნის შესაძლებლობა! 
მე, როგორც მერობის კანდიდატი აბსოლუტურად ვიზიარებ, პარტიის „საქართველოსთვის~ და პირადად ბატონ გიორგი გახარიას პათოსს, რომ ვერთიანდებით, მხოლოდ საქართველოსთვის! ჩვენს შემთხვევაშიც, ფოკუსირება გავაკეთოთ ჩვენს რაიონზე და გავერთიანდეთ თითოეული სოფლისთვის, თემისთვის და ლანჩხუთისთვის! ჩემთვის ყოვლად მიუღებელია პიროვნული დისკრედიტაციის მცდელობაც კი, ამიტომ გულწრფელად ვუდასტურებ ღრმა პატივისცემას, თითოეულ კანდიდატს. შეგნებულად არ გამოვიყენებ სიტყვა - ოპონენტს!

  • ნანახია: 230-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021