3
რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
ლანჩხუთელი პოლიციელის შესაძლო პოლიტიკური ნიშნით დათხოვნას „ნაცმოძრაობა“ ეხმაურება
ლანჩხუთელი პოლიციელის შესაძლო პოლიტიკური ნიშნით დათხოვნას „ნაცმოძრაობა“ ეხმაურება
11-09-2021, 15:28

ლანჩხუთში „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაცია პარტია „საქართველოსთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატის, გენო (გეგა) შარაბიძის მამის პოლიციიდან დათხოვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
"როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, პარტია “საქართველოსთვის” გვიმბალაურის, ჩიბათი, მაჩხვარეთის, მაჟორიტარობის კანდიდატის გენო(გეგა) შარაბიძის  მამა, ლანჩხუთისთვის კარგად ცნობილი პოლიციელი, რომელიც  სხვადასხვა ხელისუფლების დროს ერთგულად იცავდა პოლიციელის მუნდირს, იმის გამო, რომ შვილმა გაბედა და მოინდომა საკრებულოს წევრობა ოპოზიციური პარტიიდან, აიძულეს დაეწერა პატაკი სამსახურეობრივი მოვალეობის შეწყვეტის თაობაზე.  მიუხედავად იმისა, რომ პარტია "საქართველოსთვის" არ არის ერთიანი ოპოზიციური მაგიდის წევრი და მას ჰყავს ლანჩხუთის მერობის კანდიდატი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივმა ორგანიზაცია კატეგორიულად გმობს ზემოაღნიშნულ ფაქტს და სოლიდარობას უცხადებს დავით შარაბიძეს. სამწუხაროა, რომ ბოლო წლებში ისედაც დემორალიზებულ პოლიციას, რომელიც დიდი ხანია ერთი კაცის "მოსამსახურედ" გადააქცია ხელისუფლებამ, საბოლოოდ არჩევანის უფლებაც წაართვა. მოვუწოდებთ ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციას, დაინტერესდეს ზემოაღნიშნული ფაქტით" _ ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „გურია თუდეიმ“ გენო (გეგა) შარაბიძეზე დაყრდნობით ექსკლუზიურად გაავრცელა ინფორმაცია, რომ დავით შარაბიძე პოლიციიდან, სადაც 25 წელი იმუშავა, პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. „ჩემი პოლიტიკაში ჩართვის გამო, მოხდა მამაჩემის გათავისუფლება. სწორედ ჩემს გამო დააწერინეს განცხადება. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება მისი სურვილი არ იყო“ _ აცხადებს გენო შარაბიძე.

  • ნანახია: 321-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021