3
რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
"ლანჩხუთი ჩემთვის ნიშნავს ჩემს ოჯახს, კუთხეს, სამეგობროს, უამრავ ახლობელ ადამიანს" (რ)
"ლანჩხუთი ჩემთვის ნიშნავს ჩემს ოჯახს, კუთხეს, სამეგობროს, უამრავ ახლობელ ადამიანს" (რ)
11-09-2021, 14:50

ვინ არის კახა (კარლო) კვიტაიშვილი?
- დავიბადე ლანჩხუთში, დავამთავრე მესამე საშუალო სკოლა. სპეციალობით ვარ ისტორიკოსი.
რას ნიშნავს შენთვის ლანჩხუთი?
- ლანჩხუთი ჩემთვის ნიშნავს ჩემს ოჯახს, კუთხეს, სამეგობროს, უამრავ ახლობელ ადამიანს. ეს არის ქალაქი, სადაც ყველა ადგილი სავსეა თბილი მოგონებით.
შენი ცხოვრების არსი და მიზანი?
- ჩემთვის ყველაზე ღირებული ადამიანური ურთიერთობებია. თვითმიზანი არასოდეს ყოფილა საკუთარი თავის წარმოჩენა, ვცდილობ ისე ვიცხოვრო, რომ მართალი ვიყო უფლისა და საკუთარი თავის წინაშე.
ოცნება, რომლის რეალობად ქცევა გსურს?
- ვოცნებობ, რომ ჩემ ქვეყანაში ადამიანები პატივს სცემდნენ და უყვარდეთ ერთმანეთი. მინდა მეტი რწმენა იყოს ადამიანებში და ჩვენი სამშობლო იყოს ერთიანი, ძლიერი, მშვიდობიანი. ვოცნებობ და ვიბრძვი კიდეც იმისთვის, რომ მომავალ თაობას ჰქონდეს მომავლის რწმენა და გამართლებული მოლოდნი.
რატომ გადაწყვიტე არჩევნებში მონაწილეობის მიღება?
- ვფიქრობ, რომ არჩევნებში გამარჯვება კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მომცემს ვემსახურო ჩემ ხალხს, ჩვენ პატარა ქალაქს. ნებისმიერ პოსტზე შეიძლება ადამიანმა შეინარჩუნოს ღირსება და იყოს ხალხის და ქვეყნის სამსახურში.
პოლიტიკა ეს...
- არ ვფიქრობ, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა. თუ მას სუფთა სულის ადამიანები აკეთებენ, ისიც სუფთაა. ამიტომაც, ჩვენ გუნდთან ერთად, დარწმუნებულიც კი ვარ, რომ შევცვლით ამ დამკვიდრებულ აზრს.
რას ეტყვი ოპონენტებს?
- ჩემ ყველა ოპონენტს ძალიან ახლოს ვიცნობ. ერთ-ერთი ჩემი მოსწავლეც კი იყო. მეორესთან მთელი ჩემი ბავშვობა მაქვს გატარებული. მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, ვთვლი, რომ პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთსა და ხალხის არჩევანს.
სამშობლო...
- ჩემი სამშობლო, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, ჩემი სიამაყეა, თავისი ისტორიით, კულტურით, რწმენით, ტრადიციებით, ჩემი ტკივილი და სიხარულია. მადლობა უფალს, რომ ქართველად დავიბადე.
ცხოვრების მთავარი ადამიანები...
- ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანები ჩემი ოჯახის წევრები არიან. ჩემი მეუღლე, ნათია წილოსანი, რომლიც ყველა სიტუაციაში გვერდით მიდგას, მაძლიერებს და ცხოვრებას მილამაზებს;  ყველაზე დიდი სიმდიდრე ჩემი შვილები არიან, ცოტნე, ნიკოლოზი და მარიამი. მთავარი ადამიანია ჩემი ძმა, ჩემი იმედი... ასევე უამრავი მეგობარი, ვისთან ურთიერთობაც საინტერესოს ხდის ჩემს ყოველდღიურობას.
რისი გეშინია?
- მეშინია უღმერთოება არ გაბატონდეს ჩვენ ქვეყანაში და მომავალმა თაობამ არ დაკარგოს უფლის რწმენა და სიყვარული. უფლის რწმენის გარეშე წარმოუდგენელია ერის თვითმყოფადობის შენარჩუნება.
პირველი, რასაც არჩევის შემთხვევაში გააკეთებ?
- პირველ რიგში, ნდობის გამოცხადებისთვის მადლობას გადავუხდი ჩემ საყვარელ ლანჩხუთელებს. თავს არ დავზოგავ, რომ მათი იმედები გავამართლო და ვიყო მათ სამსახურში და მათთან ერთად კიდევ უფრო მეტად გავალამაზო და მიმზიდველი გავხადო ჩვენი პატარა ქალაქი.
შენი ერთი დღე...
- თითქმის ყველა დღე ძალიან დატვირთული მაქვს და ყველა დღე ვხვდები ადამიანებს, ვისმენ მათ პრობლემებს და შესაძლებლობიდან გამომდინარე, ვეხმარები მათ. ვცდილობ თითოეული თანაქალაქელის გვერდით დავდგე და მათი სიხარული და ტკივილიც გავიზიარო. მიუხედავად რთული სამუშაო რეჟიმისა, ყოველთვის ვცდილობ დრო დავუთმო ჩემ ოჯახს. ამ ბოლო დროს განსაკუთრებით დავინტერესდი გურული ვაზის ჯიშებით. ჩემს პატარა ნაკვეთზე დავიწყე მისი მოშენება და დღეს გაშენებული მაქვს გურული საკმიელა, ჩხავერი, ბადაგი და სხვა გამორჩეული ჯიშები. მიყვარს ეს საქმე და მაქსიმალურად ვცდილობ დღის განმავლობაში დრო ვაზის მოვლასაც დავუთმო.
დასასრულ...
- ჩემ ქვეყანას ვუსურვებ სიმშვიდეს, რწმენას და ურთიერთსიყვარულს.

  • ნანახია: 448-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021