3
რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
ლანჩხუთში პარტიული სიების ათეულები ცნობილია... რას ფიქრობს „ოცნება“?
ლანჩხუთში პარტიული სიების ათეულები ცნობილია... რას ფიქრობს „ოცნება“?
3-09-2021, 06:18

გუშინ, ღამის 12 საათზე ბოლო ვადა იყო, პოლიტიკურ პარტიებს პარტიული სიები წარედგინათ. ბოლო მომენტამდე არ იყო გარკვეული "ქართული ოცნების" სია. კულუარული ინფორმაციით, ამის მიზეზი მოსალოდნელი ცვლილებები იყო. ბოლო მომენტამდე ვერ შეთანხმდნენ პირველ ათეულზე. ჩვენ იმ სიას გთავაზობთ, რასაც ვფლობთ და თუ რაიმე გვიან ღამით შეიცვალა, რა თქმა უნდა, მოგვიანებით დავწერთ.
ლანჩხუთში მმართველი პარტიის ათეული არაერთ წყაროზე დაყრდნობით ასეთია: 1. კარლო წილოსანი, 2. გიორგი იმნაიშვილი, 3. ვერიკო კვირკველია, 4. გოგი ხელაძე, 5. ვლადიმერ ნანაძე, 6. ლოლიტა ურუშაძე, 7. ნინო მშვიდობაძე, 8. გიორგი მორჩილაძე, 9. დარეჯან (მაცაცო) ბურჭულაძე, 10. სპარტაკ კვაჭაძე. ცნობილია, რომ მე-11 ნომრად მოიაზრებოდა ალექსანდრე მახათაძე _ მოხდა თუ არა მისი მოსალოდნელი ზემოთ აწევა სიაში, დილით გავიგებთ.
თუ "ოცნების" შემთხვევაში სიურპრიზებს უნდა ველოდეთ, "გურია თუდეიმ" გვიან ღამით დაადგინა მთავარი ოპოზიციური ძალის _ "ნაციონალური მოძრაობის" საბოლოო ათეული: 1. კახა ასკურავა, 2. გიორგი გოგუაძე, 3. ირმა მგელაძე, 4. გივი ცინცაძე, 5. კახა გუჯაბიძე, 6. ლია ასკურავა, 7. დინარა ცხომარია, 8. ოთარ პატიეშვილი, 9. ნუკრი შენგელია, 10. მიხეილ მოდებაძე.
რაც შეეხება გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტია "საქართველოსთვის" ლანჩხუთის ოფისში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა _ შტაბის უფროსის თანამდებობა დატოვა დავით დობორჯგინიძემ, რომელიც არც პარტიული სიის პირველი ნომერი იქნება და პარტიული "დაზღვევის" გარეშე თავის სოფელში მაჟორიტარობით შეეცდება საკრებულოში მოხვედრას. შტაბს მერობის კანდიდატის, ელგუჯა კალანდარიშვილის შვილი _ გიორგი უთავკაცებს.
რაც შეეხება პარტიული სიის ათეულს, ასე გამოიყურება: 1. ჯუმბერ ბლაგიძე, 2. მაკა მშვიდობაძე, 3. გიორგი ანდღულაძე, 4. იური იმნაიშვილი, 5. გენო შარაბიძე, 6. ელენე ტუღუში, 7. გივი იმნაიშვილი, 8. გიორგი ჩხაიძე, 9. ეკა ანდღულაძე, 10. მამუკა კუნჭულია.
საბოლოდ ცნობილია "ლელოს ლანჩხუთური ათეულიც: 1. გოჩა ჯანაშია, 2. ნუგზარ (ნესტორ) ღლონტი, 3. ნინო დარჩიაშვილი-ებრალიძე, 4. ბიძინა კუპრაძე, 5. დავით ზოიძე, 6. რუსუდან დოლიძე, 7. ამირან გიგინეიშვილი, 8. დავით წულაძე, 9. ხათუნა ტუღუში, 10. დავით კუპრაძე.
აქვე დავაზუსტებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ამირან გიგინეიშვილი "ლელოში" არ გადასულა, არც დავით წულაძეს დაუტოვებია "ოცნება" და კეთილმოწყობის სამსახური _ უბრალოდ, იგივე გვარ-სახელით სხვა პირები არიან, ისევე როგორც გახარიას პარტიის ათეულში ცნობილი ექიმი-უროლოგი მამუკა კუნჭულია არაა...
ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ "გირჩის" პირველი ნომერი ლანჩხუთელი გირჩელების ლიდერის, ვახტანგ ზენაიშვილის მეუღლე _ ეკა გავაშელაშვილი იქნება, ხოლო თავად პოლიტიკოსი ქმარი სიაში მეორე ნომერია. სიაში სხვა ნომრები ლანჩხუთელებს არაფერს ეუბნება და მოგვიანებით გაგაცნობთ.
ლანჩხუთში წინა ადგილობრივ არჩევნებზე კარგი შედეგის დამდები "ევროპული საქართველოს" პირველი-მეორე ნომრები დიდი ალბათობით _ რამაზ გვარჯალაძე და ამირან გიგინეიშვილი იქნებიან. ასევე არსებული ინფორმაციით, მესამე ძალა _ სტრატეგია აღმაშენებლის პარტიის პირველი ნომერი საკრებულოს ამჟამინდელი წევრი ლელა ჩახვაძე იქნება, ხოლო ნინო ბურჯანაძის პარტიულ სიას უცვლელი ლიდერი, ექიმი ნონა მურვანიძე ჩაუდგება სათავეში.

  • ნანახია: 243-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021