3
რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
ჯუმბერ ბლაგიძე და ახალი სახეები... გიორგი გახარიას პარტიას ლანჩხუთში შტაბის ახალი უფროსიც ჰყავს
ჯუმბერ ბლაგიძე და ახალი სახეები... გიორგი გახარიას პარტიას ლანჩხუთში შტაბის ახალი უფროსიც ჰყავს
2-09-2021, 23:29

ლანჩხუთში გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ პირველი ნომერი სუფსის ყოფილი მაჟორიტარი ჯუმბერ ბლაგიძე იქნება. ადგილობრივ ორგანიზაციაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა _ შტაბის უფროსის თანამდებობა დატოვა დავით დობორჯგინიძემ და მთლიანად მაჟორიტარულ არჩევნებზე გადაერთო _ იგი კენჭს ჯურუყვეთსა და ლესაში იყრის. მან უარი თქვა პარტიულ „დაზღვევაზეც“, ამიტომაც არ იქნება პარტიულ სიაში, სადაც პირველ ნომრად სახელდებოდა. ამიერიდან შტაბს მერობის კანდიდატის, ელგუჯა კალანდარიშვილის შვილი _ გიორგი უთავკაცებს.
ლანჩხუთში „საქართველოსთვის“ პარტიული სიის ათეული: 1. ჯუმბერ ბლაგიძე, 2. მაკა მშვიდობაძე, 3. გიორგი ანდღულაძე, 4. იური იმნაიშვილი, 5. გენო შარაბიძე, 6. ელენე ტუღუში, 7. გივი იმნაიშვილი, 8. გიორგი ჩხაიძე, 9. ეკა ანდღულაძე, 10. მამუკა კუნჭულია.
რაც შეეხება მაჟორიტარებს, დავით დობორჯგინიძის გარდა კიდევ 7 კანდიდატი იბრძოლებს _ ქალაქი - გიორგი ანდღულაძე, ნიგოითი-შუხუთი - მაკა მშვიდობაძე, სუფსა - ჯუმბერ ბლაგიძე, ლესა-ჯურუყვეთი - დათო დობორჯგინიძე, ჩოჩხათი - ელენე ტუღუში, აკეთი-აცანა-მამათი - გიორგი ჩხაიძე, ღრმაღელე-წყალწმინდა - გიორგი სურმანიძე, ჩიბათი-გვიმბალაური-მაჩხვარეთი - გენო შარაბიძე. მხოლოდ ნიგვზიანი-ნინოშვილის ზონაში არ ეყოლება პარტიას მაჟორიტარობის კანდიდატი.


  • ნანახია: 412-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021