3
რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
ექს-გამგებლები, ძველი და ახალი სახეები... ლანჩხუთში „ნაცმოძრაობის“ ათეული და მაჟორიტარები
ექს-გამგებლები, ძველი და ახალი სახეები... ლანჩხუთში „ნაცმოძრაობის“ ათეული და მაჟორიტარები
2-09-2021, 22:00

„გურია თუდეისთვის“ ცნობილია „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სია ლანჩხუთის ოლქში. როგორც უკვე ვწერდით, სიის სათავეში ყოფილი გამგებლები _ კახა ასკურავა და გია გოგუაძე არიან, სამეულშია სოციალური სამსახურის ყოფილი უფროსი ირმა მგელაძე. 
ლანჩხუთში „ნაცმოძრაობის“ ათეული ასე გამოიყურება: 1. კახა ასკურავა, 2. გიორგი გოგუაძე, 3. ირმა მგელაძე, 4. გივი ცინცაძე, 5. კახა გუჯაბიძე, 6. ლია ასკურავა, 7. დინარა ცხომარია, 8. ოთარ პატიეშვილი, 9. ნუკრი შენგელია, 10. მიხეილ მოდებაძე.
როგორც ხედავთ, ათეულშია „ქართული ოცნებიდან“ რამდენიმე დღის წინ წამოსული ოთარ პატიეშვილი, რომელიც აცანა-აკეთი-მამათის მაჟორიტარი იქნება. საკრებულოს ყოფილი წევრი კახა გუჯაბიძე ქალაქის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს. ასევე სიაში მყოფი ლია ასკურავა ნიგოითი-შუხუთის ზონაში იყრის კენჭს, დინარა ცხომარია _ სუფსაში, ნუკრი შენგელია _ წყალწმინდა-ღრმაღელეში, ხოლო მიხეილ მოდებაძე _ ნიგვზიანსა და ნინოშვილში. ათეულში არ არიან და მაჟორიტარობისთვის იბრძოლებენ _ გელა რიონიძე (მაჩხვარეთ-ჩიბათი-გვიმბალაური) და გია მოქია (ლესა-ჯურუყვეთი). ერთადერი სამაჟორიტარო ჩოჩხათია, სადაც „ნაცმოძრაობას“ კანდიდატი არ ეყოლება და მხარს ნინო ბურჯანაძის პარტიის ადგილობრივ ლიდერს, ნონა მურვანიძეს დაუჭერს.

  • ნანახია: 999-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021