3
რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
"ნუ გადააყოლებთ პარტიულ ინტერესებს ყველაფერ ადამიანურს" _ გიორგი კალანდარიშვილი
"ნუ გადააყოლებთ პარტიულ ინტერესებს ყველაფერ ადამიანურს" _ გიორგი კალანდარიშვილი
30-08-2021, 12:57

ლანჩხუთის მერობის კანდიდატის, გიორგი გახარიას პარტიიდან `საქართველოსთვის~ _ ელგუჯა კალანდარიშვილის შვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"პოლიტიკურ პროცესებში ღრმად ჩახედვამ საკმაოდ გამაოცა! ერთი რამ ვიცი - წინასაარჩევნო კამპანია აგებული უნდა იყოს სიმართლეზე და მხოლოდ სიმართლეზე! რაც არ უნდა მიუღებელი იყოს კანდიდატი, დაუშვებელია პიროვნული შეურაცხყოფა და დაუმსახურებელი ცილისწამება. მოკლედ რომ გითხრათ - ელგუჯა კალანდარიშვილი, მამაჩემი (შეიძლება სუბიექტურიც ვარ, მაგრამ არა მგონია) ზუსტად 19 წელი იყო სახელმწიფო მოხელე, იკავებდა ჯანდაცვის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებს და ღირსეულად, რაც მთავარია, კეთილსინდისიერად ემსახურა როგორც უწყებას, ისე _ ქვეყანას. წელში გამართული და ყოველგვარი სიყალბის გარეშე ვწერ მასზე, იმიტომ რომ მისი პიროვნება მაძლევს ამის საშუალებას. კონკრეტულ ადამიანებს მინდა ვუთხრა, ის კეთილი საქმეები, რაც კი მას ამ წლების განმავლობაში გაუკეთებია, იყო უანგარო, ნამდვილი და პასუხისმგებლობის გრძნობით ნაკარნახები! ვამაყობ ამ ადამიანით და პარტიულ ინტერესებს ნუ გადააყოლებთ ყველაფერ ადამიანურს, არჩევნების შემდეგაც გრძელდება პიროვნული ურთიერთობები..." _ წერს გიორგი კალანდარიშვილი.

  • ნანახია: 461-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021