3
რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
ნინო წილოსანი: “მჯერა, რომ თქვენ აირჩევთ "ქართულ ოცნებას“ და ალექსანდრე სარიშვილს!“ (რ)
ნინო წილოსანი: “მჯერა, რომ თქვენ აირჩევთ "ქართულ ოცნებას“ და ალექსანდრე სარიშვილს!“ (რ)
30-08-2021, 20:45

უკვე მე-5 წელია აქტიურად ვარ ჩართული რეგიონში მიმდინარე პროცესებში და თქვენი განუყოფელი ნაწილი გავხდი. აქტიური თანამშრომლობის წყალობით კიდევ უფრო მეტი რამ გვაკავშირებს ერთმანეთთან ვიდრე ჩემი გურული ფესვებია. ამ ხნის განმავლობაში თქვენთან ერთად ვზრუნავდი  უკეთესი ლანჩხუთისთვის და ბევრის გაკეთებაც შევძელით. თუმცა, ბუნებრივია, არსებობს ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემები, რაც ჩემი ყველაზე დიდი მარცხია. ამასთან, მტკიცედ მჯერა, რომ უახლოეს მომავალში ერთობლივად დავძლევთ თქვენ წინაშე არსებულ სირთულეებს თუ გამოწვევებს.
ბოლო წლების განმავლობაში თქვენთან ერთად ჩვენ შევძელით მუნიციპალიტეტის ყველაზე მწვავე პრობლემების იდენტიფიცირება და მათზე რეაგირება.
უამრავ სოფელში, რომელშიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული მოსახლეობისთვის გაზი ხელმისაწვდომი არ იყო, ჩვენ დავიწყეთ აქტიური მუშაობა და ამჟამად მხოლოდ 4 თემი არის გაზიფიცირების გარეშე. გვინდა, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში დარჩენილ სოფლებშიც დავაჩქაროთ ეს პროცესი.
ამას გარდა, წყალმომარაგება გურიის სოფლების ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა. სწორედ ამიტომ გავიხადე ჩემს პრიოტეტად მისი დაძლევა. ამისთვის ორი მიმართულებით წავედით - ერთი მხრივ, ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა, განახორციელა მუნიციპალური ბიუჯეტიდან წყალმომარაგების უზრუნველყოფის დაფინანსება, მეორე მხრივ კი ცენტრალური ხელისუფლებიდან მოხდა სახსრების მობილიზება. ამის შედეგად 5 დიდი სოფლის უმაღლეს დონზე წყალმომარაგება განხორციელდება, ამჟამად პროექტირების ეტაპი მიმდინარეობს და იმედი მაქვს 2022 წელს დაიწყება სამუშაოები.
ასეთივე წარმატებები გვაქვს სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაციის მიმართულებითაც, რადგან ვთვლით, რომ ინფრასტრუქტურა, სადაც ჩვენმა შვილებმა უნდა ისწავლონ უმნიშვნელოვანესია. ასევე, ათწლეულების განმავლობაში გაფუჭებული გზების რეაბილიტაცია, ხიდების მშენებლობა და სხვა ადგილობრივი საკითხები ყოველთვის აქტიურად იყო დამუშავებული როგორც ჩემი, ასევე მუნიციპალიტეტის მერის, ალექსანდრე სარიშვილის, მიერ.
ეს საკმარისია ჩვენი განვითარებისთვის? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ რაც გავაკეთეთ, ის მნიშვნელოვანია და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რასაც გავაკეთებთ.
ამ ყველაფრის გათვლისწინებით კი მიხარია ლანჩხუთს მერად სწორედ ალექსანდრე სარიშვილის კანდიდატურის დაყენება. მან ბევრი კარგი საქმე წამოიწყო და აუცილებლად უნდა მიიყვანოს ბოლომდე. გულწრფელად რომ ვთქვათ, ვინ შეძლებს იმაზე მეტის გაკეთებას, ვიდრე მმართველი გუნდის წარმოდგენილი - მერი, რომელსაც მკაფიო ხედვა აქვს, როგორ უნდა იმუშაოს სწორად მუნიციპალიტეტის და მისი მაცხოვრებლების ინტერესებისთვის. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მან დაამტიკა თავისი ერთგულება და მონდომება იდგეს თქვენს გვერდით და იყოს თქვენს სამსახურში.
არჩევნები რთული პროცესია, თან ახლავს ცდუნება ენდო  სხვადასხვა დაპირებას. ასეთი მრავალფეროვანი დაპირებების ფონზე არ უნდა დაგვავიწყდეს 2012 წლიდან ქვეყანაში დამყარებული მშვიდობა და სტაბილური განვითარება. თქვენ არ გესწავლებათ რა ფასი აქვს სტაბილურობის შეგრძნებას და მომავალი განვითარების რწმენას. ჩვენ ხომ მომსწრენი ვართ მმართველობების, სადაც სწრაფი განვითარების და გრანდიოზული შენების მოტივით თვეში რამდენჯერმე ხსნიდნენ დაუსრულებელ ობიექტებს, ისეთებს შემდეგ კაპიტალური რეაბილიტაცია რომ სჭირდებოდა. მომსწრენი ვართ რა ფასი უჯდებოდა ბიზნესს აშენებული სასტუმროები და რად ღირდა ის სიახლეები, რასაც გვთავაზობდნენ. სწორედ ამიტომ, რადგან ჩვენი ახალბედა დემოკრატია ახლა ასეთი მყიფეა, ჩვენი ნაბიჯებიც შესაბამისად ფრთხილია, რომ არ დაირღვეს ბალანსი განვითარებას და დემოკრატიას შორის. მხოლოდ ასე - სტაბილურობით და მდგარდობით მივაღწევთ მყარ შედეგს ჩვენი სოფლების, ქალაქებისა და აქ მცხოვრები ადამანებისთვის.
2 ოქტემბერს თვითმმართველობის არჩევნებია და თქვენ აირჩევთ ადამიანს, ვინც გამოგიცდიათ საქმეში, ვისაც ენდობით და ხედავთ, რომ აქვს სერიოზული მხარდაჭერა განავითაროს ჩვენი ლანჩხუთი. მჯერა, თქვენ აუცილებლად აირჩევთ პარტიას, რომელსაც ენდობით მისი გაკეთებული საქმეებიდან გამომდინარე და ყველა ხედავთ, რომ ალტერნატივა მას არ გააჩია. მე მჯერა, რომ თქვენ აირჩევთ "ქართულ ოცნებას“ და ალექსანდრე სარიშვილს.
ნინო წილოსანი, საქართველოს პარლამენტის წევრი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

  • ნანახია: 230-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021