3
რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
"ენერგიული, პროფესიონალი, ყურადღებიანი, ერთგული..." _ ადამიანი, ვისაც ნებისმიერ დროს შეიძლება დაეყრდნო! (რ)
"ენერგიული, პროფესიონალი, ყურადღებიანი, ერთგული..." _ ადამიანი, ვისაც ნებისმიერ დროს შეიძლება დაეყრდნო! (რ)
29-08-2021, 20:29

მამა, მე ამაყი ვარ, უსაზღვროდ ამაყი. უდრეკი! არ გატყდა! გაარღვია და ლელო გაიტანა - ეს მამაჩემია!! ბესიკ ტაბიძე!!!  
შენ ღირსეულად გაართვი თავი შენს მისიას, როგორც ყოველთვის!!!
მე ხომ ვიცი როგორი გულით ხარ 24 საათი შენს ხალხთან და შენს შტაბთან. 
ლიდერთა შორის ლიდერი!
ამაყი ვარ!!!!!! უსაზღვროდ ამაყიიი!!!! - ეს ამონარიდია ქალიშვილის, მარიამ ტაბიძის სტატუსიდან და აქედანაც ჩანს, მამის კულტი და როლი ტაბიძეების დიდ ოჯახში. 
"ბატონი ბესიკ ტაბიძე ორი მოწვევის საკრებულოს წევრია. ამ ხნის განმავლობაში ის საქმიანობას ეწეოდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, ამჟამად კი, მეოთხე წელია აკისრია საკრებულოს თავმჯდომარის უაღრესად საპასუხისმგებლო თანამდებობა. ღირსეულად ასრულებს ხალხის მიერ დაკისრებულ პასუხისმგებლობას და უმკლავდება სხვადასხა გამოწვევებს. ბატონი ბესო, პირველ რიგში, არის პასუხისმგებლიანი და დისციპლინირებული პიროვნება და ამასვე მოითხოვს  სხვებისგანაც. თანამშრომლების მიმართ  არის გულისხმიერი,  ყურადღებიანი და ყოველთვის ცდილობს ჭირსა თუ ლხინში გვერდში დაუდგეს მათ“ _ ასე აფასებენ მას თანამშრომლები. 
დაიბადა 1962 წლის 7 დეკემბერს, ლანჩხუთში. დაამთავრა ბათუმის შოთა  რუსთაველის სახელობის პედაგოგიური  ინსტიტუტი, არის ბიოლოგიის მაგისტრი. შემდეგ შსს პოლიციის აკადემია, არის ვიცე-პოლკოვნიკის წოდებით. 
თავის დროზე მუშაობდა გურიის სამხარეოს მთავარი სამმართველოში – უბნის ინსპექტორთა სამმართველოს უფროსად, იყო ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს  უფროსი, ხელვაჩაურის  რაიონული განყოფილებაში მახინჯაურის პოლიციის უფროსი, ლანჩხუთის  რაიონული განყოფილებაში კრიმინალური პოლიციის უფროსი, სისხლის სამართლის სამძებროს ინსპექტორი, სუფსის ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე, გურიის სამხარეოს  მთავარი სამმართველოს ეკონომიური დანაშაულის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ჯგუფის ინსპექტორი, ორი მოწვევის საკრებულოს წევრი, მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე. 
"ენერგიული, პროფესიონალი, ყურადღებიანი, ერთგული" - ასე ახასიათებენ ნაცნობები. 
კოლეგები თვლიან, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც ნებისმიერ დროს შეგიძლია დაეყრდნო და დარწმუნებული იყო, რომ არასოდეს გიღალატებს. 
საკუთარ ქვეყანაზე  შეყვარებული, ტრადიციების დამცველი, მორწმუნე, საქმის და სიტყვის ერთგული ადამიანია ბესო ტაბიძე. 
პირდაპირი და მართალია და სწორედ ამიტომ აქვს მის სიტყვას წონა და ფასი. 
არასოდეს დაუხევია უკან, არასოდეს ამოფარებია სხვის ზურგს, არასოდეს უყოყმანია. 
ლანჩხუთი მისი დიდი ოჯახია და ამ ოჯახს მართლა საკუთარივით უფრთხილდება. ადამიანის დასახმარებლად და ქვეყანის, ჩვენი ლანჩხუთის სასიკეთოდ მაქსიმალურად იხარჯება. 
დარწმუნებული ვართ, რომ ლანჩხუთი და კონკრეტულად, ნიგვზიანის და ახლა უკვე ნინოშვილის ადმინისტრაციული ერთეულების ამომრჩევლები 2 ოქტომბერს მხარს დაუჭერენ ბესიკ ტაბიძეს და მას კვლავ ვიხილავთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.


  • ნანახია: 510-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021