3
რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
ბუბუნა ბაბუ „ბაბუნადან“ _ ბადრი ბუბუტეიშვილი გარდაიცვალა
ბუბუნა ბაბუ „ბაბუნადან“ _ ბადრი ბუბუტეიშვილი გარდაიცვალა
23-12-2020, 12:21

ბადრი ბუბუტეიშვილი აღარ გვყავს...
„ბაბუნას“ ბუბუნა შექმნელ-დამაარსებელი და ყველაფერი... ერთი შეხედვით, თითქოს მკაცრი ბიზნესმენი, სინამდვილეში ბავშვურად თბილი და კეთილი ბაბუ...
წლების წინ, დიდი რუდუნებით დაიწყო და გააკეთა ლანჩხუთის სავიზიტო ბარათად ქცეული „ბაბუნა“, რომელსაც სახელი თავისი და მეუღლის სახელებიდან და გვარიდან დაარქვა _ ბა(დრი) ბუ(ბუტეიშვილი) ნა(ნა) და მალევე გაუთქვა.
ამბობდა, რომ ფულის საკეთებლად არ გაუკეთებია, უფრო თავის შესაქცევად და ლანჩხუთელთა გასახარად... წინასწარ იცოდა, ჩადებულს ძნელად ამოიღებდა... უბრალოდ, ბუბუნა კაცს სიბერის „ბაბუნასთან“ და ლანჩხუთელებთან გატარება სურდა...
პატივისცემას ათმაგად გადაგიხდიდა და ისედაც უანგაროდ არიგებდა სიკეთეს...
იჯდა „ბაბუნას“ წინ ავტომობილში და გაზეთებს კითხულობდა... მუდამ ნერგავდა სიახლეებს და ცდილობდა, ყველა კმაყოფილი ჰყოლოდა...
„ბაბუნას“ ბუბუნა კაცი აღარ გვყავს...
უფალმა ნათელში გვიმყოფოს ბავშვივით თბილი და კეთილი ბაბუ...

  • ნანახია: 97-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021