3
რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
გურიაში შეკერილი ჯინსის ტანსაცმელი ევროპის ქვეყნებში იყიდება
გურიაში შეკერილი ჯინსის ტანსაცმელი ევროპის ქვეყნებში იყიდება
11-09-2021, 20:10

გურიის გუბერნატორმა გიორგი ურუშაძემ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძესა და ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ჯინსების სამკერვალო ფაბრიკა დაათვალიერეს. მფლობელ კომპანიას „ოზურგეთი დენიმ", „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, მიწის ნაკვეთი რამდენიმე წლის წინ გადაეცა სიმბოლურ ფასად. კომპანია ამ ეტაპზე პროდუქციას აწარმოებს ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის როგორებიცაა: URBAN, PIECES, GINA TRICOT, LIU JO, NOISY MAY, VERO MODA, GEORGE, VERO MODA-CURVE, NEW LOOK, ONLY, CUBUS. გურიაში შეკერილი პროდუქცია ევროპაში გადის ექსპორტზე.
„დღეს საწარმოში დასაქმებულია 150 ადგილობრივი მცხოვრები, მათ შორის ძირითადად ქალბატონები. ამ ადამიანების მიერ შეკერილი პროდუქცია ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გადის ექსპორტზე. მოხარული ვარ, რომ ამ ადამიანებს თავისი დაუღალავი შრომით საკუთარი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებაში. კომპანიას აქვს გაფართოების სურვილი და ჩვენ კვალავაც დავუდგებით მათ გვერდში. სწორედ ამისთვის არის ჩვენი ახალი პროგრამები, რომელიც ცოტა ხნის წინ დავაანონსეთ და რომელიც უკვე ამოქმედებულია. ჩვენი ყოველთვის დავეხმარებით რეგიონებში ინვესტორებს ასეთი პროექტების განხორციელებაში, ვინაიდან პირველ რიგში, ეს არის ჩვენი მოსახლეობის დასაქმება" - განაცხადა ნათია თურნავამ.

  • ნანახია: 215-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021