გურიის,რეგიონში,,ჩაი"> Document
რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
გურიის რეგიონში ჩაის პლანტაციების აღდგენა-რეაბილიტაციია მიმდინარეობს
გურიის რეგიონში ჩაის პლანტაციების აღდგენა-რეაბილიტაციია მიმდინარეობს
30-05-2021, 11:41

გურიის რეგიონში, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაი“ ფარგლებში, 203  ჰა-ზე  ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია განხორცილდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება 494,000 ლარს აჭარბებს, საიდანაც სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 358,000 ლარზე მეტია.
„ჩაის პლანტაციების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის, საგრანტო დახმარებები და 90 პროცენტიანი თანადაფინანსება ხორციელდება. შპს „ლაითური - ჩაის საექსპორტო კომპანიამ“ ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაი“ ფარგლებში, 25 ჰექტრამდე ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია მოახდინა და ერთ-ერთი წარმატებული მეურნეობაა, სადაც უკვე პროდუქციას იღებენ. ჯამში, სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ  61,950 ლარი შეადგინა, საიდანაც 43,000 ლარზე მეტი სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებაა. სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით რეაბილიტირებული ჩაის პლანტაცია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ლევან დავითაშვილთან, გურიის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი სახოკიასთან, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ილია თამარაშვილთან და პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ხატია წილოსანთან ერთად დავათვალიერეთ“ _ აცხადებს გურიის მაჟორიტარი ვასილ ჩიგოგიძე.

  • ნანახია: 201-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021 ავტორი: Project Maker