3
რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
არა ნამოხვანჰესს! _ ლანჩხუთელი პროფესორი გურიის მოსახლეობას მიმართავს
არა ნამოხვანჰესს! _ ლანჩხუთელი პროფესორი გურიის მოსახლეობას მიმართავს
19-04-2021, 11:26

ლანჩხუთელ პროფესორს,  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ ამირან ქანთარიას ნამოხვანჰესთან დაკავშირებით საყურადღებო მოსაზრება აქვს:
_ წლების წინ, როცა დამოუკიდებლობაზე ვოცნებობდით, რასაც მივაღწიეთ კიდეც და დღემდე, ავად თუ კარგად, ვინარჩუნებთ მიღწეულს, ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ქართველები მიწებს გავყიდდით. მაშინ, როცა ჩვენი წინაპრები სისხლს ღვრიდნენ სამშობლოს ერთი გოჯი მიწის დასაცავად. 
დღეს ყველამ ვიცით, თუ რამდენი მიწა გაიყიდა უცხო ტომელებზე. არა აქვს მნიშვნელობა ამ ხელისუფლების დროს გაიყიდა თუ წინა ხელისუფლებების დროს.  ჩვენ, ქართველებმა გავყიდეთ, მივეცით მათ ამის საშუალება. ძალიან მინდოდა, რომ  ნამოხვანჰესის აშენება ჩემთვისაც მისაღები ყოფილიყო, რადგან ეს ენერგოდამოუკიდებლობისკენ დიდი გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა, მაგრამ შევეცადე ღრმად გავცნობოდი ამ საკითხს და უპირველეს ყოვლისა, გამეგო იმ სპეციალისტების აზრი, რომლებიც პოლიტიკურად მიუკერძოებლები იქნებოდნენ და საერთოდ ამ საკითხის პოლიტიზირება არ  არის საჭირო. 
ეს არ არის პოლიტიკური საკითხი. მიღებული მრავალმხრივი ინფორმაციების შემდეგ მივხვდი, რომ იქ გიგანტური ჰესის აშენება დამღუპველია: 1. პირველ რიგში, ისეთი დიდი და მშვენიერი რეგიონისთვის, როგორიცაა იმერეთი. 2. ასი წლით გასხვისება ეს თითქმის გაჩუქების ტოლფასია. 3. ვასხვისებთ ისეთ კომპანიაზე, რომლის  ქვეყანასაც ისედაც  ~მართებს~  ჩვენი უზარმაზარი ისტორიული ტერიტორიები. 4. ვასხვისებთ ტერიტორიებს, როგორც ამბობენ, ათასობით ჰექტარს ულამაზესი და უძვირფასესი ხეობისა,  შესაძლო ძვირფასი წიაღისეულით და იქ უნდა აშენდეს გიგანტური ჰესი, თან სეისმურად აქტიურ ზონაში. მიწისძვრის შემთხვევაში, დაახლოებით ისეთი, როგორიც მახსოვს იყო 1991 წელს, საქართველოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი, 7 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა, რომელმაც 46 000 შენობა დაანგრია ან დააზიანა. შემდგომმა ძლიერმა რყევებმა კლდის ქანები ჩამოშალა, ზვავმა კი ერთი სოფელი (სახელი არ მახსოვს) მთლიანად გაანადგურა, შეიძლება წალეკოს იმერეთის მუნიციპალიტეტების უმრავლესობა (აქ ვეყრდნობი სეისმოლოგების, გეოლოგებისა და სხვა სპეციალისტების მოსაზრებებს). 
დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ქართველს გულს უკლავს ნამოხვანში არსებული დღევანდელი მდგომარეობა, მიუხედავად პოლიტიკური პოზიციისა თუ თანამდებობისა (მათ შორის გულს უკლავს როგორც ხეობის მცველებს, ისე იქ მყოფ პოლიციელებს). იმიტომ კი არა, რომ ყველანი კარგები ვართ, არა, ეს იმიტომ ხდება, რომ ყველა ქართველს,  მეტნაკლებად, სისხლში და გენში გვაქვს სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი. ვფიქრობ, არც იმ უცხოური კომპანიის ქართველ წარმომადგენლებს სიამოვნებთ  იქ არსებული სიტუაცია. 
დაბოლოს, რანი ვიქნებით ჩვენ გურულები, მეგრელები, აჭარლები, ღმერთმა დაგვიფაროს და იმერეთის წალეკვის შემთხვევაში? ეღირება კი ჩვენი არსებობა?  ჰო და გურულებო, მეგრელებო, აჭარლებო დავეხმაროთ იმერეთს, დავეხმაროთ, საქართველოს, საკუთარ თავს მაინც დავეხმაროთ!

  • ნანახია: 246-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021