3
რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
არადა, 0:3 შეიძლება ყოფილიყო... გურული ქამბექი თბილისში
არადა, 0:3 შეიძლება ყოფილიყო... გურული ქამბექი თბილისში
14-09-2021, 18:20

ლანჩხუთის „გურიამ“ ზედიზედ მეორედ მოიგო და ბოლო ადგილს დააღწია თავი. ორ თვეზე მეტხანს გაგრძელებულ პაუზამდეც სტუმრად იმარჯვეს გიგა იმედაიშვილის შეგირდებმა. ამჯერად, გამოცდილი მოთამაშეებით გაძლიერებული „გურია“ მე-12 წუთისთვის მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა _ ამ დროისთვის თბილისის „მერანის“ მეორე გუნდმა ორ წუთში მეორე გაიტანა.
თუმცა ოც წუთში უკვე კატასტროფის წინაშე აღმოჩნდენ სტუმრები _ მეტოქეს პენალტი რომ გაეტანა, 0:3 გახდებოდა...
ირაკლი ხვედელიძემ 11-მეტრიანი მოიგერია და გუნდი თამაშში დატოვა.
ტაიმის მიწურულს უკვე სანდრო ბახიამ დააწია დედაქალაქელებს გოლი გასახდელში.
მეორე ტაიმში კი დუბლი შეასრულა „გურიაში“ დაბრუნებულმა ვილი ისიანმა და გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა.
გურია: ხვედელიძე, ბერიძე (63. გურეშიძე), ჩიკვაიძე, თომაშვილი, ვირუბოვი, გუჯაბიძე, კოშკაძე  (84. ნინუა), ხიდეშელი, დ. ბახია, ს. ბახია (86. ჯანაშია), ისიანი
14.09.21 თბილისი. ოლიმპიური კომპლექსი. მერაბი-2 2:3 გურია
1:0 (10),2:0 (12), 2:1 ს. ბახია (45+2), 2:2, 2:3 ისიანი (54,81)
გამოუყენებელი პენალტი (32. „გურიას“ მეკარემ მოიგერია)

  • ნანახია: 362-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021