რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
„გურიას“ მთავარმა მეგოლემ 2 წლის შვილს იუბილე 2 გოლით მიულოცა...
„გურიას“ მთავარმა მეგოლემ 2 წლის შვილს იუბილე 2 გოლით მიულოცა...
4-07-2021, 20:23

ლანჩხუთის „გურიამ“ წარუმატებელი სერია პირველი წრის ბოლო ტურში შეწყვიტა, თან სტუმრად! ბოლოადგილოსანი ამბიციურ „მაღაროელს“ 12 მოთამაშით ესტუმრა ჭიათურაში, გიგა იმედაიშვილს თადარიგში მხოლოდ მეკარე ჰყავდა და ნათელია, სტუმრებმა შეხვედრა შეცვლის გარეშე ჩაატარეს. ამის მიუხედავად, სანდრო ბახიას დუბლის წყალობით უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოვიპოვეთ. საინტერესოა, რომ დღეს სანდროს შვილი 2 წლის გახდა და გუნდის მთავარი მეგოლის დუბლი პატარა ალექსანდრეს ეძღვნება.
მოგების მიუხედავად, „გურიამ“ 11 ქულით პირველი წრე ბოლო ადგილზე დაასრულა, რადგან მოიგეს კონკურენტებმაც. ასევე 11 ქულა აქვს ხობის „კოლხეთს“, რომელმაც ერთადერთი გამარჯვება, თან დიდი ანგარიშით (4:1) სწორედ ლანჩხუთში მოიპოვა.მეორე გურულ კლუბს, „ბახმაროს“ 12 ქულა აქვს _ დღეს ჩოხატაურელებმა გასულ წელს ზედა ლიგაში მოთამაშე დუშეთის „არაგვს“ მოუგო (1:0).
04/07. ჭიათურა. მაღაროელი 1:2 გურია
0:1, 0:2 ს. ბახია (74,83), 1:2 ს. გაბაძე (85)
გურია: ხვედელიძე, ვირუბოვი, კოტრიკაძე, ნვოლოკი, კუკულავა, გ. გურეშიძე, გიორბელიძე, გოგუა, ჯიქიძე, ს. ბახია, დ. ბახია

  • ნანახია: 399-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021 ავტორი: Project Maker