რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
"ლანჩხუთი" სრული სვლით ჩემპიონობისკენ _ 8-დან 8 მოგება!
"ლანჩხუთი" სრული სვლით ჩემპიონობისკენ _ 8-დან 8 მოგება!
30-05-2021, 20:13

დღეს, გიორგი ჩხაიძის შეგირდებმა, მეორე წრის პირველ შეხვედრაში, სტუმრად „ნორჩი დინამო“ დაამარცხეს, რომელიც ოთხეულში მოსახვედრად იბრძვის. მართალია ლანჩხუთელმა ქალებმა პირველი ტაიმი მინიმალურად მოიგეს (ირინა ხაბურზანიას გოლით), საბოლოოდ მეტოქე დიდი ანარიშით 4:0 დაამარცხეს. გურულებმა ორ წუთში ორი გოლი გაიტანეს და ბოლო ნახევარი საათი ფორმალობად აქციეს.
30.05.21 თბილისი „ნორჩი დინამო“ 0:4 „ლანჩხუთი“
0:1 ხაბურზანია (7), 0:2 წოწერია (55), 0:3 ჭყონია (57), 0:4 თოდაძე (73)

„ლანჩხუთი“ 8 ტურის შემდეგ უდანაკარგოდ, 24 ქულით ლიდერობს გათამაშებას. უახლოეს მდევრებს _ მოქმედ ჩემპიონ „ნიკესა“ და „კვარტალს“ 17-17 ქულა აქვთ. მომდევნო ტურში, ლანჩხუთელი ქალები ორგზის ჩემპიონსა და ახლა ერთ-ერთ აუტსაიდერ „მართვეს“ 3 ივნისს, ქუთაისში ესტუმრებიან, ხოლო შემდეგ ორკვირიანი სანაკრებო პაუზაა.

  • ნანახია: 152-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021 ავტორი: Project Maker