რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
ლანჩხუთელმა ქალებმა ბათუმიც გაანათეს _ 10:0, შურისძიება გურულად
ლანჩხუთელმა ქალებმა ბათუმიც გაანათეს _ 10:0, შურისძიება გურულად
26-05-2021, 15:49

ლანჩხუთის ქალთა გუნდმა მორიგი შეხვედრა მოიგო, ამჯერად ბათუმის „ბათუმი“ მისსავე მოედანზე გაანადგურა. 10:0 ის ანგარიშია, რომელიც მიანიშნებს, რომ ქალთა ფეხბურთში გურულები აჭარლებზე ბევრად წინ არიან. თუმცა ბათუმელთა დამარცხება წინა წლებში ასე იოლი ნამდვილად არ ყოფილა. მეტიც, ეს ერთგვარი შურისძიებაც იყო _ შარშანწინ, „ლანჩხუთი“ სწორედ აჭარლებთან მარცხმა გამოთიშა საჩემპიონო მარათონს. სხვა შემთხვევაში, პირველობის გამარჯვებულის ბედს „ლანჩხუთი“-„ნიკეს“ ლანჩხუთური საჩემპიონო ჯახი გადაწყვეტდა, ბათუმურმა 3:2-მა ფიქციად რომ აქცია...
ახლა კი, ბათუმში სტუმრებმა საწყის 8 წუთში სამი გოლი გაიტანეს და პირველი ტაიმის პირველ ნახევრში სულაც ხუთბურთიანი ფორა მიიღეს. მეორეშიც 5 გოლი გაიტანეს გიორგი ჩხაიძის შეგირდებმა და ასეთი ანგარიშით წელს პირველად მოიგეს, ბათუმელებიც ისტორიაში პირველად დაამარცხეს ათბურთიანი სხვაობით.  პოკერი ბაქრაძემ შეასრულა, თოდაძემ და ბაკარანძემ წყვილად გაიტანეს, ხოლო ხაბურზანიამ და წოწერიამ თითოჯერ აიღეს ბათუმელთა კარი.
26.05.2021 ბათუმი. „ბათუმი“ 0:10 „ლანჩხუთი“
0:1 ბაქრაძე (2), 0:2 თოდაძე (6), 0:3 ხაბურზანია (8), 0:4, 0:5 ბაქრაძე (16,23), 0:6 თოდაძე (61), 0:7 ბაქრაძე (77), 0:8 წოწერია (81), 0:9, 0:10 ბაკარანძე (88,90)

  • ნანახია: 336-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021 ავტორი: Project Maker