რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
გამეორებული პენალტი და გურული ვენდეტა „ევგრაფი შევარდნაძეზე“
გამეორებული პენალტი და გურული ვენდეტა „ევგრაფი შევარდნაძეზე“
16-05-2021, 15:31

ლანჩხუთის „გურიამ“ მოგება გაიხსენა. საწყის ორ ტურში ნაჩვენები კარგი შედეგის შემდეგ, გუნდს კრიზისი დაეწყო, რაშიც დიდი წვლილი ტრავმებმა, კორონავირუსმა და ტექნიკურმა საკითხებმა შეიტანა. შედეგად, „გურიამ“ ზედიზედ ოთხი წააგო. ისევ მოკლე სათადარიგო სკამით შეხვდნენ გურულები მორიგ მატჩს და უკვე ხუთეულში მყოფ „არაგვთან“. დუშელებთან ლანჩხუთლებს „ძველი ანგარიშიც“ ჰქონდათ გასასწორებელი _ ორი წლის წინ, სწორედ „არაგვთან“ საშინაო მარცხმა (0:2, როცა პლეი ოფის პირველი შეხვედრა დუშეთში 1:0 მოგებული ჰქონდათ) დააქვეითა „გურია“ მესამე ლიგაში.
მართალია, მთლად სწრულოფასოვანი ვერა, მაგრამ რევანში შედგა. თან „გურიას“ ახლა ჰაერივით ჭირდებოდა მოგება, თუნდაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორეს სტარტზე, მასპინძლებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს _ ბექა ბერიძემ ორჯერ დაარტყა და ორივეჯერ გაიტანა, თუმცა მეორე ჩაითვალა. პირველ ჯერზე მსაჯმა პენალტის ხელახლა დარტყმა მოითხოვა.გოლიდან 6 წუთში უკვე სანდრო ბახიამ გაიტანა და ანგარიშს საბოლოო სახე მისცა _ 2:0. 
გურია: ხვედელიძე, ბერიძე, ჭოხონელიძე, ვირუბოვი, კოტრიკაძე, ნვოლოკი, ნინუა, კუკულავა, ჯიქიძე, ს. ბახია (82. გოგუა), დ. ბახია

  • ნანახია: 305-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021 ავტორი: Project Maker