რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
თეონას სამი და ნინის „საკონტროლო“ _ ლანჩხუთელმა ქალებმა ქუთათურებს 4:0 მოუგეს
თეონას სამი და ნინის „საკონტროლო“ _ ლანჩხუთელმა ქალებმა ქუთათურებს 4:0 მოუგეს
24-04-2021, 18:30

იყო დრო, ამ გუნდების დაპირისპირება საჩემპიონო ჯახად ითვლებოდა. დღეს კი, ლანჩხუთელმა ფეხბურთელმა ქალებმა ქუთაისის „მართვეს“ დიდი ანგარიშით მოუგეს. პირველივე წუთზე ხიფათი იმერლებმა შექმნეს, შემდეგ კი უპირატესობას გიორგი ჩხაიძის შეგირდები დაეუფლნენ. ანგარიში გუნდის ახალწვეულმა თეონა ბაქრაძემ 35-ე წუთზე გახსნა. მალევე მისმა სეხნია თოდაძემ ანგარიში ორამდე გაზარდა. გურულებმა მეორე ტაიმშიც ორი გოლი გაიტანეს, ორივე კუთხურის გათამაშებას მოჰყვა _ ბაქრაძემ დუბლი შეასრულა, ხოლო საკონტროლო გასროლა ნინი ჩხარტიშვილმა მოახდინა.
ლანჩხუთი: გაბუნია (მჟავია), გუჯაბიძე, ჩხარტიშვილი, ალელიშვილი (ნარსია), დიმოპულუ (წოწერია), დანელია, ბაკარანძე (გობრონიძე), კალანდაძე, ბაქრაძე (კაპანაძე), თოდაძე, ჭყონია
მოულოდნელად ქულები დაკარგა მოქმედმა ჩემპიონმა „ნიკემ“ _ ლანჩხუთის გუნდის მთავარმა მეტოქემ ხობში ადგილობრივ „კოლხეთს“ ვერ მოუგო (0:0). ახლა ორი ტურის შემდეგ, ქალთა მთავარ ლიგას „ლანჩხუთი“ „კვარტალთან“ ერთად 6 ქულით ლიდერობს. სავარაუდოდ, სწორედ ამ სამ გუნდში გაირკვევა ჩემპიონის ვინაობა. გურულებს წინ ორი ურთულესი ტური აქვს _ სტუმრად „კვარტალთან“ და შინ _ „ნიკესთან“.

  • ნანახია: 225-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021 ავტორი: Project Maker