რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
ლანჩხუთელი ლუკა ლომაძე რუმინეთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია!
ლანჩხუთელი ლუკა ლომაძე რუმინეთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია!
18-04-2021, 02:30

ლანჩხუთელი ლუკა ლომაძე რუმინეთში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა. ფინალურ შეხვედრაში ჩვენმა ფალავანმა რუმინელ მეტოქეს სუფთად მოუგო. მანამდეც ლუკამ იოლად დაამარცხა პოლონელი, ბულგარელი და ქართველი მოჭიდავეები, შესაბამისად _ 8:0, 9:0 და 8:0
„ეს იყო საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც ევროპის ქვეყნების პირველადგილოსნები მონაწილეობდნენ. ლუკა, როგორც საქართველოს ჩემპიონი, ჩვენი ქვეყნის ღირსებას იცავდა. მან იოლად აჯობა ყველა მეტოქეს და ფინალში ადგილობრივ ფალავანს სუფთად მოუგო. მაისის ბოლოს ლუკა ევროპის ჩემპიონატზე იჭიდავებს, ხოლო სექტემბერში _ მსოფლიო პირველობაზე. ორივე საგზური მას უკვე მოპოვებული აქვს“ _ გვითხრა ლუკას მამამ და პირველმა მწვრთნელმა, გოჩა ლომაძემ.

  • ნანახია: 468-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021 ავტორი: Project Maker