რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
ექსკლუზივი: ლანჩხუთის ექს-გამგებელი სიკვდილს გადაურჩა!
ექსკლუზივი: ლანჩხუთის ექს-გამგებელი სიკვდილს გადაურჩა!
20-05-2020, 09:16

ლანჩხუთელ „ნაციონალთა“ ლიდერსა და „იმ 9 წელში“ ვიცე-გუბერნატორს, გამგებელსა და საავადმყოფოს დირექტორ კახა ასკურავას თავად დასჭირდა სამედიცინო დახმარება _ წინა კვირაში,  აქტიური და სკანდალური განცხადებებით გამორჩეული ოპოზიციონერი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.
ლანჩხუთის საკრებულოს წევრს ახლა დროც აქვს და საჭიროებაც ოჯახის მეურნეობას მიხედოს. სწორედ ამ მიზნით იმყოფებოდა იგი ე. წ. „დობირას“ ფართობში, რათა საკუთარი საქონლისთვის დაეხედა. რა გასაკვირია,  თავისივე პარტიის წითელი ფერი მოსწონდეს და სწორედ ასეთი ფერის მაისური კინაღამ მისთვის საბედისწერო გახდა _ ხარებმა წითელი მატადორის გამოწვევად მიიღეს და ლანჩხუთელ პოლიტიკოსზე აგრესიულად გაიწიეს. ჩვენი ინფორმაციით, ოპოზიციონერი მცირე კვალში ჩააგდეს და რქებით მუცლის არეში დიდი ტკივილი მიაყენეს. კიდევ კარგი, ხარებს რქები გადახერხილი ჰქონდა და ამან ოპოზიციონერი კიდევ იოლად გამოიყვანა. თუმცა გადამწყვეტი ის აღმოჩნდა, რომ ხარებმა თავად ანებეს თავი, თორემ კახა ასკურავას მშველელი ე.წ. „დობირაში“ არავინ იყო და ექიმმა-ოპოზიციონერმა სიკვდილს თვალებში ჩახედა.
მას ამ თემაზე საუბარი არ სურს _ გვითხრა, „ეს სისულელე გაზეთში არ დაწეროთ“-ო, თუმცა შემთხვევას ადასტურებს და ალბათ, იმასაც ხვდება, ასეთ ექსკლუზივს „ხელიდან არავინ გაუშვებს“. მთავარია, ახლა იგი კარგადაა და ამაზე მისი ფეისბუქ-აქტივობაც მეტყველებს.
სხვათა შორის, ეს მეორე შემთხვევაა, როცა ასკურავა გადარჩა _ წლების წინ, იგი მძიმე ავარიაში მოხვდა...
ბოლო შემთხვევის შესახებ გაიგეს მისმა პოლიტოპონენტებმაც და ქირქილებენ _ „ნაციონალებს“ ხარებიც ვერ ეგუებიანო. რა თქმა უნდა, ხუმრობენ _ ლანჩხუთელ „მეოცნებეებს“ ასკურავას პოლიტაზრები სძულთ და არა პირადად.
პოლიტაზრები კი, იცოცხლე _ ლანჩხუთელმა ოპოზიციონერმა ლამის უტოპიურ ოპტიმიზმში პარტიულ ლიდერსაც გადაუსწროს და მისი „პროგნოზები“ რომ ახდენილიყო, ახლა „ის 9 წელი“ კარგა ხნის გაგრძელებული იქნებოდა. თუ მაინც აუხდა „ნაციონალ“ ასკურავას „ოცნება“ _ „მოწინავე ადგილი“ ნამდვილად ეკუთვნის თავისი რადიკალური აქტიურობის გამო, თუმცა ხმაურიანი ოპოზიციონერი ხარებს ვერ გაექცა და პარტიიიდან პარტიაში მორბენალ ხალხს ვითომ მიასწრებს?
პ.ს. იმედია, ლანჩხუთელი ოპოზიციონერი, ვინაც კარგად იცის პიარის ფასი და მედიასთან ურთიერთობაში თითქმის არაფერი ეშლება, ჩვენს იუმორსა და კარიკატურას ცუდად არ მიიღებს...

  • ნანახია: 303-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021 ავტორი: Project Maker