„მეგობარი ვნახე, ბავშვებთან ერთად ჩამოსულა… საიდანღაც მოტანილ წყალს უთვლის ბავშვებს, ზედმეტი არ დალიონ, რომ სულ უწყლოდ არ დარჩნენ შემდეგ მოტანამდე. დაუყოვნებლივ თუ არ იქნება რეაგირება და კონკრეტული პასუხი, რას აპირებთ, ჩვენ რამე უნდა მოვიფიქროთ ერთად, უკვე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წყლის მოპოვებისთვის ბრძოლაში. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება“ _ წერს ფეისბუქჯგუფის „აკეთის განვითარებისთვის“ ადმინი.
ცნობისთვის: აკეთის მოსახლეობა წლებია, წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს. ადგილობრივი ხელისუფლება პრობლემის მოგვარებას 25 ივლისისთვის აპირებდა, მაგრამ საკითხი 25 აგვისტოს მდგომარეობითაც მოუგვარებელია.