„კიდევ ერთი უსაყვარლესი ქალბატონი, ჩვენი ჯგუფის უხუცესი წევრი, ქომაგი, აქტიური და იმედიანი ცისანა კვირკველიას გამოაკლდა ჩვენს ქალაქს, რაიონს, საქართველოს. ჯგუფისა და ადმინისტრაციის სახელით ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. ნათელში იყოს მისი ლამაზი“ _ წერს პოპულარული ფეისბუქ-ჯგუფი „ღადარი“.
რამდენიმე დღის წინ, ჯგუფი ქალბატონ ცისანას დაბადების დღეს ულოცავდა _ 6 ნოემბერს იგი 91 წლის გახდა…
„ლანჩხუთის რეალობას ამშვენებს ამაგდარი, მრავალი ჭირისა და ლხინის მომსწრე ადამიანი, რომელიც ყველასათვის საყვარელი და ერთგული ქალბატონია. დღეს ჩვენი ციცოს დაბადების დღეა… ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და დიდხანს ყოფნას ვუსურვებ თავის მონაგარში“ _ წერდა „ღადარის“ სახელით, ია ხალვაში.
„გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს ცისანა კვირკველიას გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.

