„შენი სახლი იყო ჩემი მისასვლელი, როგორც მამა, ისე მეგულებოდი, ბიძი…“ [შუქრი (ბეგლარ) ჩახვაძის გამოსათხოვარი]

|

Loading

მძიმე დღის განთიადი გაიცრიცა, ჩვენს საყვარელ ადამიანებს: ბიცოლას, შენს ძმებს,შენს დას და რძალს, ცოლისძმებს და ბევრ ჩვენიანს ჩაეხუტები, ბიძი.

6 თვის დამხვდი, ჯარიდან რომ ჩამოვედი, ჩემს თბილ ,,შინელში“ გახვევდიო და მას შემდეგ,სულ ჩემს გახარებას ცდილობდი…

ბიცოლაც არანაკლებ მანებივრებდა, ყველგან დავყავდი, ხელაძეების უპატიოსნეს და დიდ ოჯახში ყველა ლხინსა და წვეულებაში თქვენი მხლებელი ვიყავი. ცხოვრებისეულ სირთულეებში და სიხარულებშიც გამორჩეულად გვედექი გვერდში მე, ჩემს შვილებს და შვილიშვილებს, ჩემო მშრომელო, მხიარულო, მოსიყვარულე, სტუმართმოყვარე ბიძია…

დედ-მამის გარდაცვალების შემდეგ შენი სახლი იყო ჩემი მისასვლელი, როგორც მამა, ისე მეგულებოდი, ბიძი. ცხოვრების ჩარხი ასე დაბრუნდა ვერ გაცილებ, ჩემთვის ძვირფასო, მოამაგე, საამაყო, მესაიდუმლე, თანამებრძოლო ბიძია.

მადლობა და მადლიერება ყველაფრისათვის, ბოდიში, რომ ერთი წვეთი ჩემი ცრემლი ვერ დაგეცემა შენს თბილ, მაგრამ ახლა გაციებულ გულზე, უკანასკნელად ვერ ჩაგეხუტები, ჩემო ცისფერთვალება, სიმპათიურო ბიძი… უფალს ვავედრებ შენს ლამაზ სულს.

ჩემო ძმებო _ მამუკა და ზაზა, მხნეობა მინდა  გისურვოთ, თქვენც დამრჩით ობლები. ყველას მინდა მადლობა გადავუხადო: მეზობლებს, მეგობრებს, ნათესავებს, ვინც პატივს მიაგეთ ბიძაჩემს. კეთილ ფეხზე გადადი, ბიძი, დალოცვილად იყოს ყველა შენიანი.

ლელა ჩახვაძე, საფრანგეთი

რას ჩივი?