ლანჩხუთელი მოჭიდავეები, ნიკა ცეცხლაძე და თაზო აბაშიძე 20-წლამდელთა საქართველოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ.
17 წლის ნიკამ, 55 კგ. წ/კ-ში, ფინალური მატჩი აჭარის წარმომადგენელ გიორგი კოჩალიძესთან დათმო. ის მესამედ დაეუფლა ვიცე-ჩემპიონის ტიტულს, ასევე საქართველოს ჩემპიონია 17-წლამდელთა შორის.

თაზო აბაშიძე მარჯვნიდან მეორე
18 წლის თაზოს 77 კგ. წ/კ-ში, გადამწყვეტი შეხვედრა თბილისელ გიორგი ალადაშვილთან ჰქონდა. ის მეორედ გახდა საქართველოს ვიცე-ჩემპიონი, ასევე სამჯერ გავიდა მესამე ადგილზე.
მესამე ადგილისთვის შეხვედრა მოიგო გიორგი მახარაძემ (82 კგ. წ/კ), რომელიც საქართველოს ჩემპიონია 17-წლამდელთა შორის, 3-ჯერ დაეუფლა ბრინჯაოს (U15,U23 და დიდებში).
ლანჩხუთის სპორტული ცენტრის წარმომადგენელი სამივე ფალავანის მწვრთნელია დავით მჟავია.