არჩილ ხოფერია: „ჩვენი ბრძოლა გრძელდება, ჩემი ხალხის მარადიული ბრძოლა…“ _ ჯამბულათის დაღუპვიდან სამი წელი გავიდა

|

Loading

მარცხნიდან" ჯამბულათ ხოფერია უმცროსი, ჯამბულათ ხოფერია უფროსის ფოტო და არჩილ ხოფერია

დღეს სამი წელი გავიდა, რაც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას ჯამბულათ ხოფერია უმცროსი შეეწირა. მისი მამა არჩილ ხოფერია, რომელიც ასევე უკრაინაში იბრძვის, სოციალურ ქსელში წერს:

„სამი წელი გავიდა… მძიმეა ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენი ბრძოლა გრძელდება, ჩემი ხალხის მარადიული ბრძოლა… მანამ ჩვენ ვუძლებთ დაკარგვით გამოწვეულ ტკივილებს, მანამ ვეზიდებით ჩვენ ჯვარს, მანამ მტერმა იცის, რომ ადრე თუ გვიან, პასუხს მოვითხოვთ, როგორც მანამდე ათასგზის – ჩვენ ცოცხლები ვართ, როგორც ხალხი, როგორც ერი…

ჩემი შვილი ჯამბულათ ხოფერია აღესრულა უკრაინაში…

ვფიქრობდი, დროშა რომელიც ჩვენ აღვმართეთ დამპყრობლებთან ბრძოლაში, საიმედო ხელში იყო, მაგრამ უფალმა ისევ მე დამიბრუნა… ჩვენ ვერ გაგვტეხენ… ეს ჩვენი ხვედრია და ამ განსაცდელსაც ისე შევხვდებით, როგორც ჩვენ გვეკადრება…

მტრებს ყველაფერი წინ აქვთ… და მე როცა აღარ ვიქნები, ჩვენი საქმე, ჩვენი სამშობლოს მტრებისგან დახსნის საქმე, მისი ერთიანობის და სიძლიერის საქმე თქვენ გააგრძელეთ… მხედრიონის საბრძოლო ფრთა ისევ ბრძოლაშია…“

რას ჩივი?